пятница, 8 июня 2018 г.

გაკვეთილის გეგმა



მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი:    ასმათ კურტანიძე პ/ნ 59001017560
საგანი: მათემატიკა
სწავლების საფეხური / კლასი: დაწყებითი საფეხური / მე-6 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 10
გაკვეთილის თემა: ხაზოვანი დიაგრამა
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლეები შეძლებენ:
·         მოსწავლეემა ისწავლონ დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოპოვება;
·         მოსწავლეებმა შეძლონ  მონაცემთა ხელსაყრელი ფორმით წარმოდგენა;
·         საერთო მიზნის მისაღწევად პროდუქტიულად თანამშრომლობას და მუშაობის პროცესში პასუხისმგებლობის განაწილებას.

ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგები და ინდიკატორები:
მათ. VI.11.  მოსწავლეს შეუძლია დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოპოვება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      ახდენს მზა ანკეტით/კითხვარით მითითებულ რესპონდენტთა გამოკითხვას და აგროვებს მონაცემებს;
·      მათ. VI.12.      მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოწესრიგება და ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით წარმოდგენა.
·      შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      ქმნის მონაცემთა ცხრილებს, მათ შორის დაჯგუფებული რაოდენობრივი მონაცემების შემთხვევაში;








N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
1
მასწავლებელი ესალმება კლასს, საორგანიზაციო საკითხის მოგვარების შემდეგ, აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის თემას და მიზანს,  შეფასების კრიტერიუმებს, რომელიც გამოკრულია საკლასო ოთახში. მასწავლებელი შეახსენებს მოსწავლეებს, ერთობლივად შემუშავებულ  ქცევის წესებს, რომელიც ასევე გამოკრულია კედელზე  და შეახსენებს, რომ გაკვეთილის მიმდინარობისას აუცილებელია წესების დაცვა.
ვერბალური ახსნა
მთელი კლასი
ფურცელზე წინასწარ დაწერილი გაკვეთილის თემა, მიზნები, შედეგები და შეფასების რუბრიკები
2წთ
2
მასწავლებელი მოსწავლეებს შეახსენებს, მონაცემთა მოპოვების საშუალებებს, ვთხოვოთ მოიყვანონ მონაცემთა შეგროვების მაგალითები კონკრეტულ ამოცანებთან დაკავშირებით. ვკითხოთ მათ რა ფორმითაა მოსახერხებელი მონაცემთა წარმოდგენა (ცხრილის, პიქტოგრამის, დიაგრამის სახით).უჩვენებს სხვადასხვა სახის დიაგრამებს. მოსწავლეები გაიხსენებენ , რომ მეხუთე კლასში იყენებდნენ სვეტოვან და წრიულ დიაგრამებს. განმარტავენ როდისაა მოსახერხებელი სვეტოვანი დიაგრამის გამოყენება და როდის წრიული დიაგრამების. მასწავლებელი განმავითარებელი კომენტარებით აფასებს მოსწავლეებს.
კითხვა-პასუხი
მთელი კლასი
სახელმძღვანელო,
ლეპტოპი
7 წთ
3
მასწავლებელი დაფაზე აკრავს დიაგრამას და მოსწავლეებს სთხოვს უპასუხონ კითხვებს:
·         რა ტიპის დიაგრამაა სურათზე გამოსახული?
·         რომელი მწვერვალია ყველაზე მაღალი?
·         რომელი მწვერვალებია 4000 მეტრზე მაღალი?
·         რომელი ყველაზე დაბალი მწერვალი?
·         რომელი მწვერვალების სიმაღლეებია მოთავსებული  3000 მეტრსა და 4000 მეტრს შორის?
მოსწავლეები შეფასდებიან სიტყვიერი კომენტარებით

სახელმძღვანელოზე მუშაობა
მთელი კლასი
ფლიფჩარტი, მარკერები, მაგნიტები
5წთ
4
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს მათთვის ახალი სახის დიაგრამას- ხაზოვან დიაგრამას. უჩვენებს ხაზოვან დიაგრამას და განმარტავს, რომ ხაზოვანი დიაგრამა გამოიყენება მონაცემების ზრდადობისა და კლებადობის წარმოსაჩენად. მოსწავლეებს აჩვენებს დიაგრამას, რომელზეც ნაჩვენებია ავადმყოფის ტემპერატურა დროის სხვადასხვა მონაკვეთში. სვავს შემდეგ კითხვებს:
1.რომელ საათზე ჰქონდა ავადმყოფს ყველაზე დაბალი ტემპერატურა? ყველაზე მაღალი?
2.რა მოხდა დღის 2-დან 4 საათამდე?
3. დღის რომელ მონაკვეთში ჰქონდა ადგილი ტემპერატურის უეცარ ვარდნას?
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, ისარგებლონ გაკვეთილების ცხრილით და მონაცემები (გაკვეთილების რაოდენობა დღეების მიხედვით)წარმოადგინონ ხაზოვანი დიაგრამაზე. უპასუხონ მასწავლებლის მიერ დასმულ კითხვებს.
პრაქტიკული სამუშაო
მთელი კლასი
სახელმძღვანელო, ლეპტოპი, დაფა, ცარცი.
10წთ
5
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს იმუშაონ წყვილებში
აძლევს წინასწარ გამზადებულ ცხრილებს და ავალებს რომ ცხრილში მოცემული მონაცემების მიხედვით ააგონ ხაზოვანი დიაგრამა.  წყვილებს დაურიგდებათ თვითშეფასების ფურცელი, რომელიც უნდა შეავსონ მუშაობის დასრულების შემდეგ, პარალელურად მასწავლებელი მათ მუშაობის შედეგებს ინიშნავს წყვილების მუშაობის  დაკვირვების ჩეკ-ლისტში, მასწავლებელი განუსაზღვრავს მუშაობის დროს. მუშაობის დასრულების შემდეგ მასწავლებელი დაკვირვების ჩეკ-ლისტის და წყვილების თვითშეფასების საფუძველზე რამდენიმე სიტყვით შეაჯამებს წყვილებში მუშაობის შედეგებს.

პრაქტიკული სამუშაო
წყვილებში მუშაობა
ფლიფჩარტის ფურცლები, მარკერები, ცხრილები
8წთ
6.
მოსწავლეები წარმოადგენენ პრეზენტაციებს
ვერბალური
მთელი კლასი
დაფა, ფლიფჩარტი, მაგნიტები
8 წთ
6
მასწავლებელი სახელმძღვანელოში უჩვენებს საშინაო დავალების პირობას და გვერდს, სადაც დავალებაა მოთავსებული
ვერბალური
მთელ კლასთან
სახელმძღვანელო.
2წთ
7
შეფასების რუბრიკების მეშვეობით ახდენს მოსწავლეების შეფასებას



3წთ



·         გაკვეთილი ბოლოს მისაღწევი შედეგები: გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შეძლებენ
ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოპოვებას,
             დიაგრამების აგებას და მასზე მონაცემების გამოსახვას; მოსწავლეებს განუვითარდებათ
             თანამშრომლობისა და წყვილში მუშაობის უნარ-ჩვევები.                                  

შეფასება:
·         განმავითარებელი(სიტყვიერი კომენტარი;
·         განმავითარებელი - წყვილების თვითშეფასება;
·         განმავითარებელი - წყვილებზე დაკვირვების ჩეკ-ლისტი;
·         გაკვეთილზე ჩართულობის შეფასების სქემა;
·         შეფასების სქემა პრეზენტაციისათვის;

წყვილის მუშაობის თვითშეფასება
წყვილის N------------         სახელი გვარი 1)-------------------------------------------------
                                                                         2)--------------------------------------------------

N
კრიტერიუმი
კი
არა
1
სამუშაო გადანაწილებული გვაქვს თანაბრად


2
შევასრულე მასწავლებლის ინსტრუქციები


3
ვიზიარებდით ერთმანეთის აზრს


4
დავალებას შევასრულეთ  ზედმეტი ხმაურის გარეშე


5
დავიცავით დროის ლიმიტი













წყვილების მუშაობის  დაკვირვების ჩეკ-ლისტი                                                                          

წყ.
N
ორივე მოსწავლეს თანაბრად შეაქვს წვლილი დავალების შესრულებაში
წყვილი ასრულებს მითითებულ ინსტრუქციებს
მოსწავლეები თანამშრომლობენ ერთმანეთთან, პატივს სცემენ და იზიარებენ ერთმანეთის აზრს
წყვილი დავალებას ასრულებს ზედმეტი ხმაურის გარეშე
მუშაობის დროს წყვილმა დაიცვა დროის ლიმიტი
1





2





3





4





5





6





7





8





9





10








11







გაკვეთილის გეგმა

მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი:    ასმათ კურტანიძე პ/ნ 59001017560 საგანი: მათემატიკა სწავლების საფეხური / კლასი: დაწ...